ერლინგ ჰალანდმა ინგლისის პრემიერლიგაში 50-გოლიან ნიშნულს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
„მანჩესტერ სიტის“ მხრიდან გოლის გატანა მატჩში ერლინგ ჰალანდმა მოახერხა. ეს გოლი მისთვის მე-14 იყო მიმდინარე სეზონში და 50-ე ნორვეგიელის ინგლისურ კარიერაში.
50-გოლიან ნიშნულს ჰალანდმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია, ამის გასაკეთებლად მას 48 შეხვედრა დასჭირდა.
აქამდე რეკორდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ენდი კოული ფლობდა, რომელმაც 50 გოლი პრემიერლიგაში 65 თამაშში გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. გასულ სეზონში მან 36 გოლი გაიტანა და ევროპის „ოქროს ბუციც“ მოიგო.