ერლინგ ჰალანდი „უოტფორდთან“ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრას „უოტფორდთან“ გამოტოვებს.
ცნობილი ხდება, რომ ჰალანდი სამშობლოში გაემგზავრა, სადაც თავისი უახლოესი მეგობრის დაკრძალვას დაესწრება. ის მოედანზე ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩისთვის დაბრუნდება, რომელსაც „სიტი“ „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.
ლიგის თასის შეხვედრა „მანჩესტერ სიტისა“ და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს“ შორის დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა „სიტიმ“ მუხლის დაზიანების გამო ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი მთელი სეზონით დაკარგა, ასევე ტრავმირებულია ბელგიელი კევინ დე ბრუინი.