„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს ინგლისურ კლუბს.
როგორც ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო სოციალურ ქსელში წერს, 23 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავა. აღნიშნავენ, რომ ჰალანდის ტრანსფერი კატალონურ კლუბში, უკვე დიდი ხანია, შეთანხმებულია. „ბარსა“ თავდამსხმელში 100 მილიონ ევროს გადაიხდის.
ერლინგ ჰალანდი 2022 წლის ზაფხულში გადავიდა „დორტმუნდიდან“ „მანჩესტერ სიტიში“. ამ სეზონში 23 წლის ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.