ერლინგ ჰალანდი ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. სარეკორდო მაჩვენებელს მან ერთა ლიგის შეხვედრაში, სლოვენიის წინააღმდეგ მიაღწია.
ნორვეგიამ სლოვენია 3:0 დაამარცხა, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, ჰალანდმა დუბლი შეასრულა. 24 წლის ფეხბურთელმა გოლები მე-7 და 64-ე წუთებზე გაიტანა.
ჯამში, ჰალანდს თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში 36 მატჩში 34 გოლი დაუგროვდა და იროგენ იუვეს გაასწრო, რომელმაც 1928-37 წლებში ნორვეგიისთვის 33 გოლი გაიტანა.
სკანდინავიელები ერთა ლიგის B3 ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე არიან.