ერლინგ ჰალანდი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი დაასახელა.
აგვისტოში გამართულ სამ ტურში ჰალანდმა შვიდი გოლი გაიტანა, მათ შორის ორი ჰეთთრიქი შეასრულა „იფსვიჩისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. ასევე, „ჩელსის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი გახდა სეზონის პირველ შეხვედრაში.
24 წლის ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და გასული ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პირველ წელს მან 36 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში – 27.
ნორვეგიელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა სექტემბერშიც მოახერხა, მან „ბრენტფორდის“ კარი ორჯერ აიღო. ის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მესამედ აღიარეს.