„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი ამ ზაფხულს კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა დანიელი საბოლოოდ ლონდონში დარჩა.
ერიქსენს ფული დიდად არ აინტერესებს და იმედოვნებს, რომ შემდეგ სეზონში რომელიმე ტოპ კლუბში გადავა. მის გეგმებში მხოლოდ სამი გუნდია, ესენია – „ბარსელონა“, „რეალ მადრიდი“ და „იუვენტუსი“, იტყობინება „სქაი სპორტს იტალია“ (Sky Sports Italia).
ასე რომ, შემდეგ სეზონში ამ კლუბებს შანსი აქვთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატონ, თანაც ამის გაკეთება სრულიად უფასოდ შეეძლებათ, რადგან ერიქსენს მომავალ წელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ეწურება.