ერიკსენი საქართველოსთან მატჩზე - 90 წუთი დავიხარჯებით, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ
ერიკსენი საქართველოსთან მატჩზე - 90 წუთი დავიხარჯებით, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ
აგე ჰარეიდი მედიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნათამაშებ კრისტიან ერიქსენთან და ასევე იუსუფ პოულსენთან ერთად შეხვდა – საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე დანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მზადყოფნასა და მომავალ შეხვედრაზე ილაპარაკა.
 
აგე ჰარეიდი: „ირლანდიასთან არცერთი მოთამაშე არ დაშავებულა და შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში შემადგენლობის შერჩევის კარგი არჩევანი მაქვს. ალბათ, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. შესაძლოა, შანსი კასპერ დოლბერგმა და იუსუფ პოულსენმა მიიღონ“.
კრისტიან ერიქსენი: „სეზონის განმავლობაში კლუბში 51 მატჩი ჩავატარე, ხოლო ნაკრებში – 6. ამავე დროს, ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობამ სეზონი ადრეულად დაასრულა. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ მეც და ნაკრებში მოწვეული ყველა ფეხბურთელი 90 წუთი მთელ ენერგიას დავხარჯავთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“.
იუსუფ პოულსენი: „ირლანდიასთან თამაში ანგარიშით 1:1 დავასრულეთ და გულშემატკივრებს მოლოდინი არ გავუმართლეთ. კარგად კი ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვიცით – საქართველოსთანაც იგივე დონეზე თუ ვითამაშებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. ჩვენ არ ვართ დეპრესიაში და საქართველოსთან ბრძოლის არ გვეშინია“.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დანია-საქართველო კოპენჰაგენის „პარკენზე“ 10 ივნისს 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.