მილუოკის გამთამაშებელი ერიკ ბლედსოუ ბაქსში 2023 წლამდე დარჩება. ი -ს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი საკუთარ ტვიტერის გვერდზე იუწყება, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ კალათბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და 4 წლის განმავლობაში ბლედსოუ 70 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
მილუოკის გამთამაშებელი მატჩში საშუალოდ 15.7 ქულასა და 5.5 პასს აგროვებს. ბაგსი კი 47 მოგებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.