ერევნის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა #1TVSPORT
ერევნის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსელი თანატოლები 2:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს – საჯარიმოში ხელით თამაშის გამო კვიპროსელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც შოთა დიაკონიძემ ზუსტად შეასრულა.

პირველი ტაიმის ბოლოს კვიპროსის ნაკრებმა ანგარიში ზაქარიას ჰადიანისის გოლით გაათანაბრა – 1:1. 56-ე წუთზე კობა კაკაშვილმა ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლუკა ჯაბუა დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრას 12 მაისს მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

12 მაისი, 16:00 | სომხეთი – საქართველო