ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან - „საბურთალო“ და „არარატ არმენია“ სავსე ტრიბუნების წინ ითამაშებენ
ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან - „საბურთალო“ და „არარატ არმენია“ სავსე ტრიბუნების წინ ითამაშებენ

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სომხეთის რესპუბლიკურ სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. ადგილობრივი „არარატ არმენია“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

სომეხი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღის 12:00 საათისთვის გაყიდული 10 000-ზე მეტი ბილეთი იყო. სტადიონი, რომელზეც აღნიშნული შეხვედრა უნდა გაიმართოს, 14 700 ადამიანს იტევს.

შეხვედრის ლაივ სტრიმს „არარატ არმენიას“ იუთუბ გვერდი უზრუნველყოფს.

მატჩის ტელევიზიით პირდაპირ ტრანსლირებაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.