ერევანში დღეს 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდება
ხმლით მოფარიკავე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, რომლის ღირსებას ანა აფრასიძე, მარიამ აფციაური და ლიკა ჯიჯეიშვილი იცავდნენ, სტარტი წარმატებით აიღო.
პირველ შეხვედრაში საქართველოს გუნდმა პოლონეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 45-44 დაამარცხა. 1/4 ფინალში ჩვენმა გოგონებმა იტალიასთან დრამატულ ბრძოლაში, შედეგით 44-45, დასანანი მარცხი იწვნიეს. 5-8 ადგილებისათვის პირველ შეხვედრაში გერმანიასთან 33-45 წააგეს, შემდეგ კი ესპანეთის გუნდს ანგარიშით 45-32 მოუგეს და შეჯიბრი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.