„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანდერ ერერამ პარიზული კლუბისთვის ნეიმარის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაიხსენა პერიოდი, როცა ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის საკითხი იდგა.
„იმ დღეს, ნეიმარმა მთელი გუნდი სახლში დაგვპატიჟა. ძალიან მობილიზებული იყო და „პარი სენ-ჟერმენის“ მომავალზე ფიქრობდა, – ციტირებს ერერას სიტყვებს Canal +.
– ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ნეიმარი გუნდიდან წასვლას აპირებდა, მე კი ვუყურებდი, როგორ იქცეოდა იმ პერიოდში თვითონ ნეიმარი და მიკვირდა. მან გუნდს ძალიან ბევრი რამ შესძინა. ნეიმარი მსოფლიო მნიშვნელობის მოთამაშეა. მისი ფიქრი, როგორც პროფესიონალის, ყოველთვის კოლექტივისკენ არის მიმართული“, – ამბობს ანდერ ერერა.