"ექვსი ერის" საუკეთესო მოთამაშე ჯეიქობ სტოქდეილი გახდა
"ექვსი ერის" საუკეთესო მოთამაშე ჯეიქობ სტოქდეილი გახდა

“ალსტერის” ფრთამ, ჯეიქობ სტოქდეილმა 2018 წლის “ექვსი ერის” ტურნირზე სარეკორდო ოდენობის – შვიდი ლელო დადო და გააუმჯობესა ქრის ეშტონის, ვილ გრინვუდისა და შეინ ვილიამსის შედეგები (6 ლელო).

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი ჯილდო მას თანაგუნდელმა იან ჰენდერსონმა გადასცა.

2016 წელს სტოქდეილი ნახევრადპროფესიუნალურ “ალსტერის ბანკის ლიგაში” კლუბ “ბალინაჰიჩში” თამაშობდა. მას ბოლო ორ წელში საოცარი პროგრესი ჰქონდა.

21 წლის მორაგბემ გულშემატკივრების ხმების 32% დაიმსახურა. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ქონორ მარი გავიდა (18.2%), ირლანდიელ მგეზავ ჯონათან სექსტონს კი ხმების 18% ერგო.

მე-4 ადგილზეც ირლანდიელი მორაგბეა – კის ერლსმა ხმების 14.5 პროცენტი მიიღო. იტალიელ მატეო მინოცის (13.2%) და ფრანგ გილემ გირადოს (4.1%) მეხუთე მეექვსე ადგილები ერგოთ.

NatWest Player of the Championship 2018 | NatWest 6 Nations

And the winner is…..Congratulations to NatWest Player of the Championship 2018 Jacob Stockdale of Ulster Rugby Official and IrishRugby!!!!

Posted by NatWest 6 Nations on 2018 წლის 23 მარტი, პარასკევი

 

2018 წლის “ექვსი ერის” დაწყებამდე სტოქდეილს მხოლოდ ოთხი სანაკრებო კეპი ჰქონდა მოპოვებული –

“ეს ტურნირი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ჩვენ ჩემპიონატი გრანდ სლემით მოვიგეთ, მე კი სარეკორდო რაოდენობის ლელოები დავდე! ძალიან დიდი პატივია ეს აღიარება. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა.”

“ექვსი ერის” საუკეთესო მოთამაშე მედიის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.