ექვსი ერის მესამე ტური და ჯოან როულინგის ტვიტერი
ექვსი ერის მესამე ტური და ჯოან როულინგის ტვიტერი

ექვსი ერის მე–3 ტური საინტერესო გამოვიდა, თუმცა მატჩებზე არალანაკლებ საინტერესო იყო “ჰარი პოტერის” ავტორის, მწერალ ჯოან როულინგის პოსტები ტვიტერზე, რომელიც შოტლანდიას გულშემატკივრობდა.

ტურის პირველ შეხვედრაში საფრანგეთმა უსახურ მატჩში იტალია 34:17 დაამარცხა. ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა ირლანდიისა და უელსის დაპირისპირება. მასპინძლები უპირატესობას მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ, თუმცა უელსელები გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. გარეთ ენსქომბმა გარისკა და ფრთაზე გრძელი გადაცემა გააკეთა, რომელიც ქარბერიმ ჩაჭრა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. საბოლოო ანგარიში ირლანდია 37:27 უელსი.

ტურის ცენტრალური მატჩში შოტლანდია ინგლისს დაუპირისპირდა. სკოტებს მრისხანე მეტოქე 9 წლის მანძილზე არ ჰყავდათ დამარცხებული და ეს უსიამოვნო ტრადიცია შინ, “მარიფილდზე” შეწყვიტეს.

ახლა კი უკვე ჯოან როულინგის “ტვიტერ” გამოხმაურებებზე შეგვიძლია გადავიდეთ, რომელიც მატჩის მიმდინარეობას შესანიშნავად აღწერს.

“დაბნეული ხალხისთვის, ეს კალკუტას თასია, უძველესი ტესტ მატჩი მსოფლიოში. შოტლანდია ინგლისს ეთამაშება. ჩემი მომდევნო “ტვიტები” გაურკვეველი იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სპორტი მრავალი წლის მანძილზე არ მაინტერესებდა, ახლა შოტლანდიას ვგულშემატკივრობ.”

“ღმერთო ჩემო, რა დაძაბულობაა. შოტლანდია 10:6 ინგლისი.”

“შოტლანდია 15:6 ინგლისი.”

“იმ ხალხისათვის, ვისაც რაგბი არ აინტერესებს. შოტლანდია დღევანდელ მატჩში აუტსაიდერად ითვლება.”

“ფზმჰტზმრგმგდზკტეზკიდ”

“შოტლანდია 22:6 ინგლისი.”

“ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ არ მაქვს იმის დაწერის უფლება რაც მსურს. შოტლანდია 22:13 ინგლისი.”

“ის კვლავ მიზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შოტლანდია 22 – ინგლისი – უბრალოდ იყვირე, არ არის აუცილებელი “დატვიტო”.

“შოტლანდია 25:13 ინგლისი. შეუძლებელია ეს ხდებოდეს, მაგრამ ფაქტია რომ ხდება.”

შოტლანდიამ 9 წლიანი წარუმატებელი სერია ჯოან როულინგის მხარდაჭერის შედეგად შეწყვიტა და ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონი და უმთავრესი ფავორიტი შინ 12 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

სამი ტურის შემდეგ ექვსი ერის სატურნირო ცხრილს ირლანდია ლიდერობს: