საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, არგენტინელი ექტორ კუპერი ოფიციალურად წარადგინეს უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, – ამის შესახებ იტყობინება უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 62 წლის სპეციალისტის წინა სამუშაო ადგილი იყო – ეგვიპტის ნაკრები. ამ პოსტიდან კუპერი 27 ივნისს დაითხოვეს.
არგენტინელის ხელმძღვანელობით, ეგვიპტის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა 2017 წლის აფრიკის თასზე, შემდეგ კი პირველად 32-წლიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო.
სხვათა შორის, ეგვიპტის ნაკრებსაც უკვე დაუნიშნეს ახალი მწვრთნელი – მექსიკელი ხავიერ აგირე.