ექსკლუზივი | „ტორპედომ“ არაბიძის ტრანსფერი „ნასიონალიდან“ გამოისყიდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი არაბიძის ტრანსფერი გამოისყიდა და ახალწვეულს უახლოეს პერიოდში წარადგენს.
საქართველსო ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ტრანსფერი პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ წელს „სამტრედიაში“ გაანათხოვრა. იჯარის დასრულების შემდეგ არაბიძის წაყვანა გია ცეცაძემ ქუთაისის „ტორპედოში“ გადაწყვიტა, მაგრამ პორტუგალიელები 400 ათას ევროს ითხოვდნენ.
საქართველოს პირველი არხის ინფრომაციით, საბოლოოდ, პორტუგალიურმა „ნასიონალმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს, ქუთაისურმა კლუბმა გამოისყიდა ტრანსფერი და მალე არაბიძეს წარადგენენ.
23 წლის ქართვვლ შემტევს „ნასიონალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და პორტუგალიელები „ტორპედოს“ თუ არ შეუთანხმდებოდნენ, ზაფხულში არაბიძე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, გუნდი კი საერთოდ ვერაფერს მიიღებდა – ამიტომ „ნასიონალი“ შედარებიოთ მცირე გამოსასყიდ თანხას დათანხმდა.