ექსკლუზივი | ლევან სეთურიძე - მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ, მარტში ინგლისში მივდივარ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ლევან სეთურიძე - მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ, მარტში ინგლისში მივდივარ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის პოდკასტში ახალგაზრდა მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ ცოტნე ქინქლაძესთან ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა, გიორგი მამარდაშვილმა მომავალ სეზონში „ვალენსია“ დატოვოს.

„ახლა „ვალენსიას“ რთული პერიოდი უდგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბი ამ კრიზისიდან გამოვა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერია შესაძლებელი. ჯერჯერობით კი გიორგი „ვალენსიის“ ფეხბურთელია.

რაც შეეხება ინგლისური კლუბების ინტერესზე გავრცელებულ ხმებს, ვადასტურებ, რომ ასეთი ინტერესი მართლა არის, ინფორმაცია არაერთი კლუბისგან მაქვს. მარტის დასაწყისში ინგლისში მივემგზავრები და დეტალებში გავეცნობი ვითარებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

მამარდაშვილის ტოპლიგაში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი იტალიის სერია A-ში გადავიდნენ, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდში ჩაირიცხა, ლუკა პარკაძე კი – მიუნხენის „ბაიერნში“ და მინდა , მას წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ამ ტრანსფერებით ევროპაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ ამა თუ იმ ქვეყანაში და დამერწმუნეთ, საქართველოს ასაკობრივი თუ ეროვნული გუნდების თამაშებს ბევრი ევროპელი სკაუტი დაესწრება. ზაფხულში საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ტარდება და მარტო ჩვენი კავშირებით 15-ზე მეტი ევროპული გუნდის სკაუტი გვესტუმრება. ეს აძლევს ჩვენს ქვეყანას საშუალებას, მეტი კარგი ტრანსფერი გაკეთდეს და ქართულ ფეხბურთი წინ წავიდეს“, – ამბობს ლევან სეთურიძე.