ექსკლუზივი | ისტორიაში პირველად - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენად არა ერთი, არამედ პარიზის ოლიმპიური თამაშების სამივე ჩემპიონი დასახელდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიმართება და დადგინდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ყრილობის ჩატარების თარიღი. ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა ექსკლუზიურად შუადღის „პიკის საათში“ სტუმრობისას გააკეთა და დასძინა, რომ, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, სესიაზე 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო სამივე ოლიმპიურ ჩემპიონს – ლაშა ტალახაძეს, ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს გადაეცემათ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე 377 დელეგატმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების შესახებ.