ექსკლუზივი I ბათუმის „დინამოს“ არგენტინელი მწვრთნელის კანდიდატურას სთავაზობენ - ის ბიელსას და მარვეიკის ყოფილი ასისტენტია #1TVSPORT
ექსკლუზივი I ბათუმის „დინამოს“ არგენტინელი მწვრთნელის კანდიდატურას სთავაზობენ - ის ბიელსას და მარვეიკის ყოფილი ასისტენტია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად არგენტინელ სპეციალისტს, ევერ ადრიანო დევალდეს სთავაზობენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ორგანიზაცია „არგენტინა-საქართველოს მეგობრობის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ პატარქალიშვილმა განაცხადა.

36 წლის არგენტინელმა სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-2015) მარსელის „ოლიმპიკში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა, შემდეგ არგენტინაში დიეგო დაბოვეს ასისტენტი გახლდათ „გოდოი კრუზსა“ და „არგენტინოს ხუნიორსში“.

 

ბოლო წლებში მუშაობდა „ალ ჰილალში“ (არაბთა გაერთიანებული ემირატები), არგენტინულ „ხიმნასია ტიროში“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“, რომელიც აპრილში დატოვა.