ცეცაძემ „სამტრედია“ დატოვა, გუნდი დარასელიამ ჩაიბარა
ცეცაძემ „სამტრედია“ დატოვა, გუნდი დარასელიამ ჩაიბარა

პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დანიშნეს.

50 წლის სპეციალისტმა გიორგი ცეცაძე შეცვალა, რომელმაც გუნდი ევროპის ლიგის მატჩამდე 10 დღით ადრე ჩაიბარა. ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და თავიდან იყო ნათქვამი, რომ ის გუნდს მხოლოდ ევროთასებზე დაეხმრებოდა, მერე კი ნაკრებს დაუბრუნდებოდა.

გიორგი დარასელია 2017 წლიდან გორის „დილას“ ავარჯიშებდა. მაგრამ ზედიზედ 4 მოუგებელი თამაშის შემდეგ 12 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.

დარასელია იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – მან 1991-1999 წლებში „ჯვაროსნების“ ფორმით 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გაიტანა.

მიმდინარე სეზონში დარასელია მეოთხე მწვრთნელია, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებს.