ექსკლუზივი - 17 წლის ქართველი სერია "ბ"-ს გუნდში
ექსკლუზივი - 17 წლის ქართველი სერია "ბ"-ს გუნდში

ექსკლუზიურად პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ- 17 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია “ბ”-ს გუნდში კონტრაქტი შესთავაზეს. ეს გუნდი „პადოვაა“, ხოლო ფეხბურთელი – დათო ლორთქიფანიძე.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა და 2013 წელს „საბურთალოში“ გადავიდა. 2015 წლიდან დათუნა ლორთქიფანიძე იტალიაში გაემგზავრა და “ატალანტას“ ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. მას გიორგი ნემსაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იწვევდა.

„კონტრაქტი სექტემბერამდე გაფორმდება. ლაპარაკია ოფიციონის წესით „3+1“-წლიან ხელშეკრულებაზე. ახლა დეტალები თანხმდება, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია. უკვე გუნდის სპორტულ დირექტორსა და პრეზიდენტს ველაპარაკეთ და ვიცი, რომ 19-წლამდელებში ვითამაშებ, მაგრამ მთავარ „პადოვაში“ ვივარჯიშებ და შიგადაშიგ მათამაშებენ კიდეც. სერია „ბ „ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია, ისევე როგორც ესპანური სეგუნდადივიზიონი და აქედან გამომდინარე, “პადოვაში” თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ჩემთვის შანსია და ყველანაირად ვეცდები, რომ გამოვიყენო და ბევრს მივაღწიო“ – ამბობს ლორთქიფანიძე პირველ არხთან საუბარში.

„პადოვა“ სერია „ბ“-ში წელს გადავიდა – გუნდს ადრე სერია „ა“-შიც უთამაშა. მისი გაზრდილია იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ალესანდრო დელ პიერო, ამ გუნდის ფორმით უთამაშია ანჯელო დი ლივიოს, დემეტრიო ალბერტინის, ვალტერ ძენგას, ვინჩენცო იაკუინტას, სტეფან ალ-შაარავის და ბევრ სხვა ცნობილ ფეხბურთელს.