ექსეტერ "ჩიფსის" წინააღგმდეგ "მონპელიეს" შემადგენლობაში სამი ქართველი ითამაშებს
“მონპელიეს” მთავარმა მწვრთნელმა, ვერნ კოტერმა ჩემპიონთა თასის მე-5 ტურის შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა.
23 კაციან განაცხადში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა და სამივე მათგანი მატჩს ძირითად შემადგენლობაში იწყებს.
გელა აფრასიძისათვის ეს პირველი მატჩია გუნდის ძირითად შემადგენლობაში. პირველ ნომერზე მიხეილ ნარიაშვილია, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძე კი მეორე ხაზში, ხუთი ნომრის პოზიციაზე ითამაშებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ფრანგულ კლუბს სათადარიგო ცხრა ნომერი განაცხადში არ ჰყავს, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფრასიძე “ჩიფსის” წინააღგმდეგ 80 წუთი გაირჯება.
“მონპელიეს” 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და პირველადგილოსან ლესტერს 5 ქულით ჩამორჩება. ინგლისელები კი მესამე ადგილს იკავებენ, 9 ქულა აქვთ და შინ გამარჯვება ძალიან სჭირდებათ.
შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.