ექიმების მანქანამ ფეხბურთელს ტრავმირებულ ფეხზე გადაუარა [ვიდეო]
ექიმების მანქანამ ფეხბურთელს ტრავმირებულ ფეხზე გადაუარა [ვიდეო]

ბრაზილიაში სან პაულუს შტატის ახალგაზრდულ თასზე ერთ-ერთ მატჩში უცნაური ამბავი მოხდა.

„ტრინდადესა“ და „ფლამენგოს“ მატჩში, „ტრინდადეს“ ფეხბურთელმა ბერნარდომ ჯერ სათამაშო ეპიზოდისას მიიღო დაზიანება, შემდეგ კი მინდორზე შესულმა ექიმებმაც დაუმატეს. კერძოდ, მოთამაშეს ფეხზე მანქანამ გადაურა, რომლითაც ექიმები მოედანზე შევიდნენ.  შეხვედრა „ტრინდადემ“ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით – 1:0 მოიგო.