ბრიტანელმა მოკრივე ენტონი ჯოშუამ განაცხადა, რომ სურს WBC ვერსიით მსოფლიოს მძიმეწონოსან ჩემპიონთან, დეონტე ვაელდერთან ბრძოლა აპრილში გაიმართოს.
ჯოშუა IBF, WBO, WBA ქამრებს ფლობს და ამბობს, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს, რათა გამოვლინდეს თუ ვინ არის საუკეთესო მძიმე წონაში.
„მე არ მაინტერესებს ტაისონ ფიური, ის არ არის ჩემპიონი“, – ამბობს ჯოშუა.
29 წლის სპორტსმენს 13 აპრილს „უემბლის“ სტადიონზე მეტოქედ სწორედ ვაელდერი სურს, თუმცა შეგახსენებთ ტომ დეონტემ რამდენიმე დღის წინ ფრედ დაასრულა ბრძოლა ტაისონ ფიურისთან და სავრაუდოდ WBC პრიორიტეტად სწორედ ვაელდერისა და ფიურის რემატჩს განიხილავს. ჯოშუას პრომოუტერის ჰერნის უკანასკნელი მოლაპარაკება ვაელდერის გუნდთან წარუმატებელი გამოდგა.