სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიოს ჩემპიონ ენტონი ჯოშუას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადაეცა, – წერს თავის გამოცემა „სპორტსმენი“ (The Sportsman).
ჯოშუამ 2018 წელს ერთადერთი ბრძოლა ჩაატარა – სექტემბერში, მეშვიდე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოუგო რუს ალექსანდრ პოვეტკინს და შეინარჩუნა თავისი საჩემპიონო ქამრები.
2019 წელს, ყველა ელოდება ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლას ამერიკელ დეონტეი უაილდერთან, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს. ვარაუდობენ, რომ ეს ბრძოლა ლას-ვეგასში 13 აპრილს გაიმართება.