ენტონი დევისმა შესაძლოა წელს ვეღარ ითამაშოს
ენტონი დევისმა შესაძლოა წელს ვეღარ ითამაშოს

ნიუ ორლეანის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გუნდის ლიდერმა ენტონი დევისმა შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ შეძლოს თამაში. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე წყარომ დაწერა.

ოკლაჰომასთან რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, დევისმა მხარის ტრავმა მიიღო და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დევისი რამდენიმე კვირას გამოტოვებდა ამ დაზიანების გამო. ამასთან, 25 წლის ენტონიმ მონაწილეობა მიიღო „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, რომელიც მისი ტრავმიდან სამი დღის თავზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში დევისმანიუ ორლეანის ხელმძღვანელობას გაცვლის შესახებ სთხოვა. კალათბურთელის ხელში ჩასაგდებად მთავარი კანდიდატი ლეიკერსი იყო, მაგრამ გუნდებმა გაცვლაზე მოლაპარაკება ვერ მოახერხეს.