ენტონი დევისის 37 ქულა და „ლეიკერსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „ჩიკაგოსთან“ - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
12:16, 24.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „ჩიკაგოს“ დაუპირისპირდა და რიგით მე-13 გამარჯვება იზეიმა. მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. პირველი ორი პერიოდის შემდეგ „ლეიკერსი“ 30 ქულის სხვაობით ლიდერობდა. საბოლოოდ კი მატჩი ფოგელის გუნდმა 101-90 მოიგო.
ლოს ანჯელესელებს შორის საუკეთესო 37 ქულით ენტონი დევისი გამოდგა. ლებრონ ჯეიმსმა, 17 ქულითა და 11 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა. 10-10 ქულა დააგროვეს მონტრეზლჰარელმა და ტალენჰორტონ ტაკერმა.
„ჩიკაგოს“ რიგებში კი 21 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ზაკ ლავინი იყო.