ენტონი დევისი ტრავმის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს
ენტონი დევისი ტრავმის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს

ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა „დენვერთან“ წააგო, თუმცა, დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 7 მარცხით კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება.

„ლეიკერსის“ გულშემატკივრებისთვის „ნაგეთსთან“ მატჩში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ენტონი დევისი პირველ ტაიმში დაშავდა და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.

როგორც ირკვევა, დევისმა წვივის კუნთი გაიჭიმა და საკუთარ გუნდს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. MRI-ის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, „ლეიკერსის“ ერთ-ერთი ლიდერი მძიმე დაზიანებას გადაურჩა.