ენტონი დევისი შეუჩერებელია, "ნიუ ორლეანმა" "ბოსტონს" ოვერტაიმში სძლია
“ნიუ ორლეან” ნბა-ს რეგულარულ სეზონზე ზეიდზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. “პელიკანსმა” სტუმრად “ტი დი გარდენში” “ბოსტონს” დაუპირისპირდა და მეტოქეს ოვერტაიმში 3 ქულის სხვაობით 116-113 სძლია.
ორლეანელთა რიგებში კვლავ შეუჩერებელი იყო ენტონი დევისი, რომელმაც ამჯერად 45 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. 19 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დემარკუს კაზენსმა. ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 23 ქულაა.
“ბოსტონის” რიგებში 27 ქულით საუკეთესო კაირი ირვინგი იყო. ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა 16-16 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში.
ორლანდო – მინესოტა 102-108
დენვერი – დალასი 105-102
პორტლენდი – ფინიქსი 118-111