ენტონი ბლინკენი - გაერო-ს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს, კმარა შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება, კმარა ეს გაუმართლებელი ომი
ენტონი ბლინკენი - გაერო-ს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს, კმარა შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება, კმარა ეს გაუმართლებელი ომი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ში ყველა ქვეყანას მოუწოდა, უთხრან რუსეთს, შეწყვიტოს შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება.

„გაერო-ს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს – საკმარისია, კმარა შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანების გამოყენება. კმარა ეს გაუმართლებელი, არაკეთილსინდისიერი ომი“, – განაცხადა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თითქმის 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ის მიერ შემუშავებულ მოკლე კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, „მიიღონ ზომები, რათა შეწყვიტონ საკვების, როგორც ომის იარაღის და მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენება“.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ 362 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ დაფინანსებას გამოყოფს აფრიკის 11 ქვეყნისთვის და ასევე, ჰაიტიში „სასურსათო დაუცველობის მამოძრავებლების დასაძლევად და მდგრადობის გასაძლიერებლად“.

შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსეთმა დატოვა შეთანხმება, რომელიც უკრაინას მარცვლეულის შავი ზღვის გავლით უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას აძლევდა.