ენტონი ბლინკენი ​რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას შანტაჟს უწოდებს
ენტონი ბლინკენი ​რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას შანტაჟს უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შანტაჟს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გამართული ვირტუალური ღონისძიების დროს განაცხადა, რომელსაც ფილანთროპები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„20 მილიონ ტონამდე ხორბალია ჩარჩენილი ოდესის მახლობლად საწყობებში და მარცვლეულით დატვირთული ხომალდები ბლოკირებლია ოდესის პორტში რუსეთის ბლოკადის გამო. რუსეთის ძალებმა დაიკავეს უკრაინის ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი. მათ მინდვრები დანაღმეს. გაანადგურეს სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. არსებობს სანდო ცნობები, რომ რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს საკუთარი სარგებლისთვის გასაყიდად. ახლა რუსეთი აკავებს თავისი სურსათის ექსპორტსაც. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს და აგრესიულად იყენებს პროპაგანდისტულ მანქანას, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან იმედი აქვს, რომ მსოფლოს აიძულებს დათმობაზე წასვლას და სანქციების მოხსნას. სხვა სიტყვებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შანტაჟი“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებას შექმნილ სიტუაციაზე ერთობლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.