ენერ ვალენსია იმედოვნებს, რომ თამაშს გააგრძელებს - ასეთ დასაწყისზე ვოცნებობდი #1TVSPORT
ენერ ვალენსია იმედოვნებს, რომ თამაშს გააგრძელებს - ასეთ დასაწყისზე ვოცნებობდი #1TVSPORT

33 წლის თავდამსხმელმა ენერ ვალენსიამ, რომელმაც კატართან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩში ორი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავს დასაწყისზე მხოლოდ ოცნებობდა.

„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად მოვახერხეთ გოლების გატანა, რაც თამაშის გაკონტროლებასა და წარმატებით დასრულებაში დაგვეხმარა. მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ კონცენტრირებული ვიყავი პირველ თამაშზე. გამარჯვებაზე ღამეები ვოცნებობდი და ბედნიერებაა, რომ ეს მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეკვადორს შეუძლია მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს და შორს წავიდეს. მთავარია, გუნდმა საკუთარი ძალების დაიჯეროს.

იყო პერიოდი, როდესაც გოლების გატანას ვერ ვახერხებდი. მაშინ ეკვადორის მედიაში ძალიან მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებდა. ეკვადორის პრესა მხოლოდ უარყოფითს ხედავს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ თამაშში ქულები ბევრს ნიშნავს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, რომ ოცნება ავიხდინოთ. ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენი ნაკრების მჯერა.

თამაშის ბოლოს მოედანი კოჭლობით დავტოვე, რადგან მცირე დარტყმა მივიღე მუხლსა და ტერფში. მდგომარეობას ექიმები შეაფასებენ და ვნახოთ, რა სახის დაზიანებებია. მაგრამ იმედი მაქვს, მზად ვიქნები და მომდევნო მატჩში გუნდს დავეხმარები“, – აცხადებს ენერ ვალენსია.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის თავდამსხმელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გახსნით მატჩში გოლი გაიტანა.