ენდრიუ ბოგუტი შესაძლოა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდეს
ენდრიუ ბოგუტი შესაძლოა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდეს

ენდრიუ ბოგატი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ასპარეზობა განაგრძოს. არ არის გამორიცხული, რომ ავსტრალიელმა ცენტრმა მორიგი ტიტულიც ნაადრევად მოიგოს, რადგან მისი შეძენა მოქმედ ჩემპიონს სურს და, როგორც ჩანს, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 34 წლის ვეტერანით კიდევ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ამჟამად ბოგუტი ავსტრალიური სიდნეი კინგის ღირსებას იცავს. შეგახსენებთ, რომ ვორიორზთან ერთად ავსტრალიელმა ცენტრმა 2015 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.