მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარი ურთულესი მატჩის შემდეგ გავიდა ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში. მან 3 საათი და 4 წუთი მოანდომა რუმინელი მარიუშ კოპილის დამარცხებას – 6:7(5), 6:3, 7:6(4). აღსანიშნავია, რომ პირველი სეტის ტაი-ბრეიკში მარეი 5:0-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ შვიდი ქულა დათმო.
შეხვედრა ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე დასრულდა. ეს იყო მარეის კარიერაში ყველაზე გრძელი სამსეტიანი ფორმატის მატჩი.
გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელი სკამზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. გაზეთი The Guardian ამტკიცებს, რომ მარეი დაახლოებით ხუთი წუთი დარჩა ასეთი მდგომარეობაში.
ბრიტანელის შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება.