მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი “დიდი სლემის” რიგით მეორე ტურნირს, “როლან გაროსს” გამოტოვებს, იტყობინება Tennis World. წყაროს ცნობით, ჩოგბურთელმა ამგვარი გადაწყვეტილება უიმბლდონისთვის უკეთ მოსამზადებლად მიიღო.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად ჩოგბურთელმა დაადასტურა: “ამჟამად აღდგენითი პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე 2013 წელს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. ეს უფრო კომპლექსური მკურნალობაა და მეტ დროს საჭიროებს”.
“როლან გაროსის” მონაწილეთა სია გასულ კვირას გამოქვეყნდა და მასში მარიც მოხსენიებული იყო. საფრანგეთის ღია პირველობა 27 მაისიდან 10 ივნისამდე გაიმართება.
ენდი მარის პროფესიულ ტურში 2017 წლის უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია .