მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი „დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირს – როლან გაროსს გამოტოვებს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „Times“ წერს. იმისთვის, რომ ტურნირში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, 30 წლის ჩოგბურთელს ATP-სთან და ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწია.
მარის მხარემ დაამტკიცა, რომ ბრიტანელისთვის არ არის მიზანშეწონილი გრუნტზე ხუთსეტიანი მატჩების ჩატარება. ამასთან, მას შეუძლია ჰარდის კორტებზე სამსეტიანი მატჩების სათამაშოდ გავიდეს.
ვარაუდობენ, რომ მარის დაბრუნება 19-27 მაისს, ლაფბოროს “ჩელენჯერზე” შედგება.
წელს, როლან გაროსი 22 მაისიდან 9 ივნისამდე პარიზში ჩატარდება.