ერთ დროს მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარიმ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სრულფასოვანი დაბრუნებისკენ და ვაშინგტონის ღია პირველობაზე თანამემამულე და ნომერი პირველი ბრიტანელი ჩოგანი კაილ ედმუნდი დაამარცხა, მომდევნო წრეში კი რუმინელ მარიუს კოპილს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარიმ საზარდულის ოპერაცია გადაიტანა და ამჟამად ფორმის სრულად ღდგენასთან ძალიან ახლოსაა.
„აშკარად უკეთესი იყო და თავადაც ვიგრძენი, რომ ყველაფერი უკეთ გამომდიოდა“, – განაცხადა 31 წლის შოტლანდიელმა.