„დიდი სლემის“ ტურნირის როლან გაროსის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს 2020 წლის გათამაშებაში უაილდ-ქარდის მფლობელები.
ქალთა ძირითად ბადეში სპეციალური მიწვევა მიიღეს კანადელმა ეჟენი ბუშარმა, ბულგარელმა ცვეტანა პირონკოვამ და ექვსმა ფრანგმა ჩოგბურთელმა.
მამაკაცების ბადეში მოხვდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი და კიდევ შვიდი ფრანგი ჩოგბურთელი, – იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.
საფრანგეთის ღია პირველობა 21 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.