მარეიმ ზვერევი დაამარცხა - ეს 2017 წლის შემდეგ ბრიტანელის პირველი მოგებაა ტოპ 10-ის ჩოგბურთელთან
მარეიმ ზვერევი დაამარცხა - ეს 2017 წლის შემდეგ ბრიტანელის პირველი მოგებაა ტოპ 10-ის ჩოგბურთელთან

ცინცინატის „მასტერსზე“ წარმატებით გამოდის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი. ვეტერანმა ბრიტანელმა, რომელსაც პრაქტიკულად თავი ჰქონდა დანებებული ჩოგბურთისთვის, უკვე ორი წრე გაიარა და მერვედფინალში გავიდა. პირველ რაუნდში მან ამერიკელი ფრენსის ტიაფო დაამარცხა, შემდეგ კი სამ სეტში მოუგო ერთ-ერთი ფავორიტს, მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს ალექსანდრ ზვერევს – 6:3, 3:6, 7:5. ეს იყო მარეისთვის პირველი მოგება TOP10-ის ჩოგბურთელთან ბოლო სამი წლის განმავლობაში.

მარეი ახლოს იყო წაგებასთან – მესამე სეტში ზვერევი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ენდიმ ზედიზედ სამი გეიმის აღება და თამაშის მოგება შეძლო. შეხვედრა ორი საათი და 31 წუთი გრძელდებოდა.

მერვედფინალში მარეი კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც 23 ეისის დახმარებით 6:3, 7:5 მოუგო დანიელ ევანსს. მარეისა და რაონიჩს შორის ურთიერთშეხვედრებში ბრიტანელი წინ არის – 9:3.

დატოვე კომენტარი