ენდი მარეიმ ვაშინგტონის ღია პირველობაზე გამოსვლა საკუთარი ნებით შეწყვიტა. მერვედფინალში რუმინელი მარიუს კოპილის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ცრემლები ვერ შეიკავა და რამდენიმე წუთი ტიროდა. მატჩი ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე დასრულდა, მეოთხედფინალური მატჩი კი შოტნალდიელს იმავე დღეს, ავსტრალიელი ალექს დე მინორის წინააღმდეგ უნდა გაემართა.
ტურნირიდან შესაძლო გასვლის შესახებ 31 წლის მარეიმ მერვედფინალური მატჩის დასრულებისთანავე განაცხადა და რამდენიმე საათში ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარეიმ ბარძაყზე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა და გადაწყვიტა, რომ ფორმის სრული აღდგენისთვის ამჯერად თამაშის შეწყვეტა უკეთესი იქნებოდა.
მარეი არც კანადის ქალაქ ტორონტოში მომდევნო კვირას დაგეგმილ „როჯერსის თასში“ მიიღებს მონაწილეობას და მთელ ყურადღებას ცინცინატის მასტერსზე გადაიტანს, რომეიც 13 აგვისტოს იწყება.
„18 თვეა არ მითამაშია და გამოფიტული ვარ. უკეთესია თუ უფრო ფრთხილას ვიქნები და საკუთარ სხეულს ყურადღებით მოვუსმენ“, – განაცხადა მარეიმ.