ენდი მარეი ივნისში დაბრუნებას აპირებს
ენდი მარეი ივნისში დაბრუნებას აპირებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი, რომელიც აგრძელებს რეაბილიტაციას ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ამ თვეში იმედოვნებს კორტზე დაბრუნებას და ლონდონის „ქვინს ქლაბის“ (Queen’s Club) ტურნირზე წყვილებში თამაშს. მისი პარტნიორი, სავარაუდოდ, ესპანელი ფელისიანო ლოპესი გახდება, – იტყობინება „ბიბისი“ (BBC).

გასულ კვირას, 32 წლის მარეიმ სოციალურ ქსელში განათავსა ვარჯიშის ვიდეო უიმბლდონის კორტებიდან. ენდიმ ისიც თქვა, რომ, სავარაუდოდ, გამოტოვებს უიმბლდონს, რადგან იმედოვნებს ტურში სრულფასოვნად დაბრუნებას.