„ჩელსის“ ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი ლონდონური კლუბიდან წასვლის გზებს ეძებს, – იუწყება FootballTransfers-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და ფერნანდესისთვის ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.
არგენტინელი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის რიგებს 2023 წლის ზამთარში „ბენფიკადან“ შეუერთდა. ენცო ფერნანდესს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფერნანდესმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.