ენ-ნესირი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია - მაროკოელმა „კადისს“ სამი გოლი გაუტანა
ენ-ნესირი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია - მაროკოელმა „კადისს“ სამი გოლი გაუტანა

„სევილიას“ მაროკოელმა ლეგიონერმა ესპანეთის მე-20 ტურის მატჩში ბრწინვალედ ითამაშა და „კადისს“ სამი გოლი გაუტანა – 3:0.

ენ-ნესირის ჰეთ-თრიკმა „სევილიას“ თავდამსხმელი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირად აქცია – მაროკოელის ანგარიშზე 12 გოლია.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სზონში მესისა და სუარესის 11 გოლი აქვთ გატანილი, ჟერარ მორენომ კი მეტოქეთა კარი ათჯერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „სევილიას“ 23 წლის თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი მეორედ შეასრულა, პირველი კი 9 იანვარს სოსიედადის კარში გატანილი სამი გოლი იყო – 3:2..

„სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.