„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს. წყაროს ცნობით, 26 წლის გერმანელმა შეათანხმა „დორტმუნდთან“ კონტრაქტი.
მხარეები გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ჯანის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა უნდა გადაუხადოს „დორტმუნდმა“ „იუვენტუსს“. ადრე წერდნენ, რომ ტრანსფერის ღირებულება 23 მილიონი ევრო იქნებოდა.
მიმდინარე სეზონში ჯანმა რვა მატჩი ჩაატარა სერია A-ში და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. შემოდგომაზე, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ფეხურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.