ემრე ჩანი „იუვენტუსში“ გადადის
ემრე ჩანი „იუვენტუსში“ გადადის

იტალიის ჩემპიონის, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” ნახევარმცველს ემრე ჩანს პირადი კონტრაქტის პირობებზე მოელაპარაკა.

როგორც Tuttosport წერს, გერმანელი იტალიურ კლუბში მომავალი წლის ზაფხულში გადავა და ეს მოხდება თავისუფალი აგენტის სტატუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური კლუბი ფეხბურთელში თანხას ვერ აიღებს.

23 წლის ჩანი “ლივერპულში” 2014 წლიდან გამოდის. ამ სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა კლუბში, გაიტანა სამი გოლი და ორი საგოლე პასი შეასრულა.