საქართველოს ნაკრების ფორვარდ ლევან მჭედლიძის გუნდმა „ემპოლიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა აურელიო ანდრეაცოლი, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტის პოსტიდან დათხოვნა მის 65-ე დაბადების დღეს დაემთხვა.
ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ანდრეაცოლის მემკვიდრის ვინაობა. როგორც იტალიური პრესა წერს, ეს იქნება ჯუზეპე იაკინი.
„ემპოლი“ მე-18 ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში – მის ანგარიშზე 11 მატჩში 6 ქულა მოდის. გუნდს მხოლოდ ერთი მოგება აქვს სეზონში, ბოლო ტურში კი 1:5 წააგო „ნაპოლისთან“.