Empolichannel-ი - საბა გოგლიჩიძეს ტექნიკური და ფიზიკური თვისებებით კახა კალაძეს ადარებენ #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიში“ გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოცემა Empolichannel.it-ი გამოეხმაურა და ქუთაისის „ტორპედოს“ 19 წლის მცველზე არსებული ცნობები გამოაქვეყნა.
„საქართველოდან „ემპოლიში“ 2004 წელს დაბადებული ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ჩამოდის. მას იძახებენ თავისი ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში, ფეხბურთელის ტრანსფერი კი ქუთაისის „ტორპედოს“ ეკუთვნის. საბა უახლოეს დღეებში ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც აურელიო ანდრეაცოლის გუნდის ახალი ფეხბურთელი გახდება. მისი ასაკის გათვალისწინებით, ასევე შეიძლება, პრიმავერას (სარეზერვო) გუნდში მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირაა, ქართველ მცველს ასევე „ფროსინონე“ და „უდინეზეც“ აკვირდებიან.
მისი გუნდი „ტორპედო“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში, ეროვნული ლიგაში თამაშობს და ჩემპიონობა ოთხჯერ მოიგო. გოგლიჩიძე 2004 წელს დაბადებული ძალიან მოქნილი ქართველი მცველია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც სამმცველიან სქემაში, ასევე ოთხმცველიან ტაქტიკაში და, საჭიროების შემთხვევაში, მარჯვენა მცველადაც გამოდგება. მარჯვენა ფეხს კარგად იყენებს, სწრაფია და ძლიერი ხასიათი აქვს. ტექნიკური და ფიზიკური თვისებებით ხშირად უფრო ცნობილ თანამემამულეს, კახა კალაძეს ადარებენ, „მილანის“ ყოფილ მოთამაშეს, რომელიც ახლა საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მერია“, – წერს იტალიური გამოცემა.
„ემპოლი“ (სადაც ლევან მჭედლიძე (164 მატჩი, 20 გოლი, 8 ასისტი) თამაშობდა) ამჟამად სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.