ემოციური ჟესტი - „სამგურალის“ ფეხბურთელმა გოლი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგი ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიყო – გუნდის წევრებმა და გულშემატკივრებმა მატჩამდე პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
ყველაზე ემოციურიო მაინც წყალტუბოში მომხდარი ამბავი აღმოჩნდა. ირაკლი რუხაძის დუბლით „სამგურალმა“ 2:0 დაამარცხა „თელავი“ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა. ლოგიკურიცაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი რუხაძე აღიარეს, რომელსაც წყალტუბოს გუნდის ფანკლუბის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი არა მხოლოდ გოლებით, არამედ ადამიანური სოლიდარობის ჟესტითაც გამოიჩინა. ირაკლი რუხაძემ „თელავთან“ 47-ე წუთთელავი
ზე პენალტით გახსნა ანგარიში და გატანილი გოლი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
გოლის შემდეგ რუხაძემ ჩოგანი დაიჭირა (მარიტა ჩოგბურთელი იყო) და ხელი ზეცისკენ ასწია – ეს იყო წინასწარ ჩაფიქრებული ჟესტი, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გოლის გატანისთანავე რუხაძეს „სამგურალის“ სხვა მოთამაშეებიც შეუერთდნენ და გარდაცვლილი გოგონას ხსოვნას პატივი ერთად მიაგეს.