ბრაზილიელმა მცველმა ემერსონმა, რომელიც ამჟამინდელ სეზონს „ბეტისში“ ატარებს, გამოაცხადა, რომ უკვე მომდევნო სეზონში, შეიძლება „ბარსელონაში” აღმოჩნდეს.
„შეიძლება, „ბარსელონაში“ 2021 წლის ივნისში გადავიდე, მანამდე კი „ბეტისში“ დავრჩები. თავდაპირველად, მინდა ეს სეზონი დავასრულო, შემდეგ კი დავილაპარაკებთ, მაგრამ მე მაქვს კონტაქტი „ბეტისთან“ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში“, – თქვა ფეხბურთელმა „მარკასთან“ ინტერვიუში.
აღვნიშნავთ, რომ 21 წლის ემერსონის გადასაბირებლად „ბარსელონას“ მოუწევს „ბეტისისთვის“ ცხრა მილიონის გადახდა. შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბმა ერთობლივად შეიძინა ფეხბურთელი ბრაზილიური „ატლეტიკო მინეიროსგან“.
ემერსონმა ამ სეზონში პრიმერაში 23 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.