ემერიკ ლაპორტს რამდენიმე კვირა გაუცდება
ემერიკ ლაპორტს რამდენიმე კვირა გაუცდება

ბარძაყის არეში მიღებული ტრავმის გამო „მანჩესტერ სიტის“ მცველი ემერიკ ლაპორტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს და, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა გაუცდეს.

მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფრანგმა მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, შემდეგ კი შესაცვლელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლაპორტს ცოტა ხნის წინ ნახევარი წელიწადი გაუცდა ტრავმის გამო და მოედანზე გასულ თვეში გამოჩნდა.

მანჩესტერული დერბი 8 მარტს გაიმართება.